საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იუნესკოს დადგენილებით ფილოსოფიური პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად (2002 წლიდან) მთელ მსოფლიოში ტარდება "ფილოსოფიის დღე"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი   2022 წლის 17-18 ნოემბერს ატარებს  იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ  საერთაშორისო კონფერენციას.

 

"ფილოსოფია და თანამედროვეობა".

კონფერენცია ეძღვნება  ქართველი ფილოსოფოსის პროფესორ ვახტანგ ერქომაიშვილის  დაბადებიდან  90-ე   წლისთავს.         

კონფერენციის მიზანია:                      

  • სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობა თანამედროვე ფილოსოფიურ აზროვნებაში. ფილოსოფიის დარგების, მეტაფიზიკის, ონტოლოგიის ლოგიკური პოზიტივიზმის, პოლიტიკური ფილოსოფიის, კულტუროლოგიის,  რელიგიის მიმართულებით და ა.შ.
  • სხვადასხვა უნივერსიტეტში აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება.
  • პრობლემით დაინტერესებულ ქართველ მეცნიერთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ კოლეგებთან.

 

კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის დარგებს, მეტაფიზიკის, ონტოლოგიის, ლოგიკის, ლოგიკური პოზიტივიზმის,  ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, პოლიტიკური ფილოსოფიის,  ეთიკის, კულტუროლოგიის,   რელიგიის, ხელოვნების სფეროებს.

მიზანშეწონილია და განსაკუთრებით მივესალმებით ყველა სფეროში ვახტანგ ერქომაიშვილის  ფილოსოფიური მემკვიდრეობის გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.

კონფერენციის გახსნა: 2022 წლის 17 ნოემბერს, 10:00.

მისამართი : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახ. აუდიტორია N107,  ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი,
  • აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
  • მოხსენების ტექსტი  ელექტრონული ვერსია, ( 10-12 გვ. A4 ფორმატი, შრიფტი სილფაინი, ზომა 12,  ინტერვალი 1 )

გაფართოებული რეზიუმე ინგლისურად ( 3 გვ. A4 ფორმატი, შრიფტი სილფაინი, ზომა 12, ინტერვალი 1 )

გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, ან  anastasia.zakariadze@tsu.ge,  არაუგვიანეს 2022 წლის 5 ნოემბრისა.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.

ტელ : 222-11-89

თარიღი: 26/09/2022